კვირიკაშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაიწყო
Aa
Aa

კვირიკაშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაიწყო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

როგორც კვირიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ, შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადეს.

მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

მერაბ კვირიკაშვილის პროცესი პირველ ინსტანციაში 24 მაისს დასრულდა. მოსამართლემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

ფოტო - ნიუპრესი

ცხელი ამბები