შუქური:''თუ კაცობრიობა გაიმარჯვებს, არ მაღელვებს რას დავკარგავ''
Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  14:19

შუქური:''თუ კაცობრიობა გაიმარჯვებს, არ მაღელვებს რას დავკარგავ''

თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მილანის ''ინტერისა'' და ''ტორინოს'' ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

თურქეთი საომარ მოქმედებებს სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით შუქურმა Twitter-ზე დაწერა:''ჩემი ბრძოლა არის სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და ადამიანის ღირსებისთვის. თუ კაცობრიობა გამარჯვებულია, არ მაღელვებს რას დავკარგავ.''

შუქურის კარიერის საუკეთესო პერიოდი 2002 წლის მუნდიალს უკავშირდება, როცა ეროვნულ გუნდს შენოლ გიუნეში წვრთნიდა. აღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თურქეთმა მესამე ადგილი დაიკავა.

ინგლისის პრემიერლიგაში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ 2003 წელს შუქური ''გალათასარაიში'' დაბრუნდა, სადაც დაასრულა ფეხბურთელის კარიერა. 2011 წელს შუქური თურქეთის პარლამენტის წევრი ხდება.

2016 წლის თებერვალში შუქურს ბრალი ტერორისტებთან კავშირში დასდეს. ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო 2017 წლის ნოემბერში შუქურმა თურქეთი დატოვა, მას შემდეგ კალიფორნიაში ცხოვრობს და რესტორან ''პალო ალტოს'' მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები