კორეამ გამარჯვების მომტანი ჰოუმ რანი სიმსივნესთან მებრძოლ ქომაგს მიუძღვნა
Aa
Aa

კორეამ გამარჯვების მომტანი ჰოუმ რანი სიმსივნესთან მებრძოლ ქომაგს მიუძღვნა

კარლოს კორეა „ჰიუსტონ ასტროსის“ მოთამაშეა, რომელმაც „ნიუ იორკ იანკისის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში თავის გუნდს წარმატება მოუტანა. კორეამ ამერიკული ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრის მეთერთმეტე ინინგში გამარჯვების მომტანი ჰოუმ რანი მიითვალა.

კორეას ჰოუმ რანს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მან უმნიშვნელოვანესი ქულა „ჰიუსტონის“ უდიდეს გულშემატკივარს, ჯეილენ გარსიას მიუძღვნა. ეს უკანასკნელი 13 წლიდან უმძიმეს დაავადებას, ოსტეოსარკომას ებრძვის.

25 წლის შორთსთოფი და მისი საცოლე, დანიელა როდრიგესი გარსიას პარასკევს, ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში ესტუმრნენ. კორეა ჯეილენთან შეხვედრით იმდენად მოიხიბლა, რომ სურდა მისთვის რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა. რაღაც ისეთი, რაც გარსიას არასდროს დაავიწყდებოდა... „ასტროსის“ ლიდერმა გარსიას ასეთი პირობა მისცა: „ჩემს მომდევნო ჰოუმ რანს შენ მოგიძღვნი. როცა დაინახავ, რომ თითს გავიშვერ, იცოდე, რომ ყველაფერი შენ გეძღვნება“.

კორეამ პირობა შეასრულა და თან როგორ... კარლოსმა მეთერთმეტე ინინგში გამარჯვების მომტანი ჰოუმ რანი გაიფორმა, რომლის წყალობითაც "ჰიუსტონმა" სერიაში წონასწორობა აღადგინა.

ცხელი ამბები