''ზანქტ. პაულმა'' ფეხბურთელი თურქი სამხედროების მხარდაჭერის გამო დაითხოვა
Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  12:48

''ზანქტ. პაულმა'' ფეხბურთელი თურქი სამხედროების მხარდაჭერის გამო დაითხოვა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''ზანქტ. პაულის'' თურქი ფეხბურთელი ჯენკ შაჰინი კლუბიდან გაუშვეს, რადგან სპორტსმენმა თურქეთის მიერ სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს მხარი დაუჭირა. გუნდის ოფიციალური განცხადებით ფეხბურთელის ქმედება კლუბის ფასეულობებთან არ არის შეთავსებადი. 

შაჰინმა Instagram-ზე დაწერა:''ჩვენ ვართ გმირი მეომრების მხარეს, ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ.''

გერმანული კლუბის განცხადებით ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოქმედი კონტრაქტი ძალაში რჩება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები მოთამაშეს უფლებას აძლევენ სხვა გუნდის მაისურით ივარჯიშოს და ითამაშოს.

კლუბის განცხადებაში ასევე აღნიშნულია: ''მთავარი ფაქტორები, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების მიღებაში როლი ითამაშა ისაა, რომ იგი კლუბის ღირებულებებს რეგულარულად, ხშირად უგულებელყოფდა. ასევე, ფეხბურთელის დაცვა იყო სჭირო.''

შეგახსენებთ, თურქი სამხედროები სირიაში შეიჭრნენ და საომარ მოქმედებებს ახორციელებენ.

25 წლის ჯენკ შაჰინი 2011-16  წლებში ''ბაშაქშეჰირში'' თამაშობდა. 2016 წლიდან გერმანიაში ასპარეზობს, ამჟამად ''ზანქტ. პაულის'' საკუთრებაა, გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით ''ინგოლშტადტში'' გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები