ბათუმში უნივერსალური სპორტული კომპლექსი შენდება
Aa
Aa

ბათუმში უნივერსალური სპორტული კომპლექსი შენდება

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი არქიტექტურული და საინჟინრო მოცემულობით მართლაც რომ უნიკალურ პროექტს წარმოადგენს.

მისი საპროექტო ღირებულება 62 მლნ ლარია და დაფინანსების წყარო აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია.

მშენებარე კომპლექსი ერთიან სივრცეში განათავსებს და თავს მოუყრის სპორტული ტანვარჯიშს, სპორტულ ცეკვებს, ბერძნულ რომაულ და თავისუფალ ჭიდაობას, ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, კრივს, ტაეკვანდოს, ჭადრაკსა და კალათბურთის სექციებს.

 სპორტული დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2. კომპლექსს გააჩნია 3400 ადამიანზე გათვლილი სამაყურებლო ტრიბუნა და დაცულია ყველა სახის უსაფრთხოების მოთხოვნა.

 

აღნიშნული სპორტული კომპლექსი ერთი-ორად აამაღლებს ცნობიერებას და ჯანსაღი ცხობრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ამჟამად სპორტული კომპლექსის გადახურვითი სამუშაო მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში შენობის ფასადის მოპირკეთებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.

უხლოეს პერიოდში დავასრულებთ შიდა სარემონტო და კოსმეტიკურ სამუშაოებს. კაპიტალური სამუშაოების დარულება 2019 წელს იგეგმება.

ცხელი ამბები