Aa
Aa

"ინდიანაში" გოგას აქებენ - "ბითაძე მაილს ტერნერს ჰგავს"

„ინდიანა პეისერსის“ წარმომადგენლები აღტაცებულები იყვნენ, როცა 2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე აირჩიეს. ინდიანაპოლისში ქართველ კალათბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ და „პეისერსის“ მთავარი მწვრთნელი, ნეით მაკმილანი გოგასა და გუნდის სასტარტო ცენტრ მაილს ტერნერს შორის მსგავსებებს ხედავს.

მაკმილანმა ბითაძის შესახებ „ინდიანას“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა და განაცხადა: „ბითაძე მაილს ტერნერს ჰგავს. გოგა სამწამიანში კარგად თამაშობს და თავს პერიმეტრზეც კომფორტულად გრძნობს. თანაც ფარს ორივე მათგანი ჩინებულად იცავს“.

ბითაძეს მაილს ტერნერიც აქებს და აღნიშნავს: „როცა NBA-ში მოვედი წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი დაცვაში როტაცია როგორ უნდა განმეხორციელებინა. კარგად NBA-ის წესებიც არ ვიცოდი. ერთადერთი, რაც გამომდიოდა ქულების დაგროვება იყო და ამან გადამარჩინა. გოგას კი ცოტ-ცოტა ყველაფერი შეუძლია. მან კალათბურთის შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე მე მის ასაკში ვიცოდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები