ქართველი ფეხბურთელის დუბლი ესპანეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელის დუბლი ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქართველმა მოთამაშემ ''მადრიდთან'' გასვლით შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

29 წლის შემტევი სტილის ნახევარმცველი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 1:1 იყო. მატვეევამ ოთხწუთიან მონაკვეთში 2 გოლი შეაგდო, 76-ე წუთზე თანაგუნდელები დააწინაურა, მე-80 წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

წარმატებული თამაშის შემდეგ მატვეევა მეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მატვეევას განსაკუთრებით კარგი პერიოდი თურქეთის ჩემპიონატში თამაშის დროს ჰქონდა. 2008-15 წლებში ''ტრაბზონთან,'' ''ატაშეჰირთან'' და ''კონაკთან'' ერთად თურქეთის ჩემპიონი გახდა.

2015-18 წლებში ნორვეგიის უმაღლესი ლიგის კლუბებში, ''მედკილასა'' და ''სანდვიკენში'' ასპარეზობდა. მატვევა მიმდინარე წელს ესპანურ კლუბში ჩაირიცხა. საერთო ჯამში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

ფოტო: udgtenerife.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები