Aa
Aa
15 ოქტომბერი 2019  |  10:16

ზედიზედ მესამედ ევროპირველობაზე - უკრაინამ "ევრო 2020" გაინაღდა

უკრაინის ნაკრები რიგით მე-5 გუნდია, რომელმაც მომავალ წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა.

ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პორტუგალიას 2:1 მოუგო და 7 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებლის სტატუსიცაა. „ლურჯ-ყვითლებმა“ 6 თამაში მოიგეს, პორტუგალიასთან გასვლითი შეხვედრა კი ფრედ დაასრულეს.

ძალიან რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ეს ბოლო 15 წუთზე ითქმის. თუმცა, საკუთარი გუნდით და გულშემატკივრებით ძალიან ბედნიერი ვარ, მათ წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ფანები ძალიან დაგვეხმარნენ და ეს გამარჯვება მათაც ეკუთვნით.

ეს შედეგი იოლი მისაღწევი არ ყოფილა, რადგან ძალიან ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით, ამიტომაც რეზულტატი კიდევ უფრო სასიამოვნოა და ახლა თავს მართლაც შესანიშნავად ვგრძნობთ.

საერთოდაც, ეს 3 წელი იოლი არ ყოფილა და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ძალიან გახარებული ვარ ჩემი გუნდისა და ჩემი ქვეყნის გამო“.

უკრაინის დამოუკიდებლობის შემდგე ამ ქვეყნის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მესამედ მოიპოვა. 2012-ისა და 2016 წლების ევროპირველობაზე გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები