საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული
Aa
Aa

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული "ლანჩხუთი" გახდა

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად ქალთა ფეხბურთის გუნდი "ლანჩხუთი" გახდა.

ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცეს.

​​საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან "ლანჩხუთმა" 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის "ნიკეს" ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა.

ჩემპიონის სტატუსით "ლანჩუთი" საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები