ვან გაალი:
Aa
Aa
14 ოქტომბერი 2019  |  18:18

ვან გაალი: "ოქროს ბურთის მოგების მეორე დღეს რივალდო ჩემთან მოვიდა და მითხრა..."

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1999 წელს ბრაზილიელმა ოქროს ბურთი დაისაკუთრა.

"რივალდოს ყოველთვის მარცხენა ფლანგზე ვათამაშებდი. იგი ამ პოზიციაზე მშვენივრად ასპარეზობდა და გუნდი მარცხენა ფლანგზე მოთამაშე რივალდოსთან ადაპტირდა. თუმცა ოქროს ბურთის მოგების მეორე დღეს იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მისი აზრით ფეხბურთელებთან უნდა მელაპარაკა. მეგონა რივალდოს სურდა მისი თანაგუნდელებისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ შევცდი. რივალდოს უნდოდა გუნდისთვის მეთქვა, რომ მარცხენა ფლანგზე თამაშს აღარ აპირებდა და ათიანის პოზიციაზე სურდა გადასვლა".

"ბუნებრივია ეს ძალიან არ მომეწონა და განვუცხადე, რომ ძირითად გუნდში ვეღარ იასპარეზებდა. ისიც ვუთხარი, რომ საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელეს თანაგუნდელებისა და 11 ნომრის პოზიციაზე თამაშის დამსახურება გახლდათ და მათთვის მადლობა უნდა გადაეხადა".

ვან გაალმა პირობა შეასრულა და რივალდო სათადარიგო სკამზე დასვა. ბრაზილიელმა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, თუმცა შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელების თხოვნით ჰოლანდიელმა რივალდო ძირითადში დააბრუნა. ვან გაალის თქმით ესპანურმა პრესამ მაშინ მას ქედმაღალი უწოდა, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ამაზე რივალდოს სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებაც მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები