ჭიდაობა: 19 მედალი ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე!
Aa
Aa

ჭიდაობა: 19 მედალი ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე!

ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო.

მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 8-13 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა სულ 41 ქვეყნის 700-ზე მეტი ვეტერანი მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას.

ოქროს მედლის მფლობელები აკაკი ჩაჩუა, ამირან სვანიძე, ზურაბ წიაქარაძე (ბერზნულ-რომაული) და ლუკა კურტანიძე (თავისუფალი, ზედიზედ მესამედ) გახდნენ.

ლუკა კურტანიძის გამარჯვება ფინალში - 26 წამში მოგებული ოქრო

რაც შეეხება ვერცხლის მედლებს, მისი მფლობელები ვალერი კუპატაძე, მამუკა ხემშიაშვილი, შმაგი გოქაძე, დავით კუპრაშვილი (ვერძნულ-რომაული) და ჯამბულ სანაკოშვილი (თავისუფალი) გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი ჭოჭუამ, მალხაზ გოგოლაძემ , ალექსანდრე ტაბატაძემ, ვასილ გოგოლაძემ, (ბერძნულ-რომაული) ალუდა სილაგაძემ, ვახტანგ ნარიაშვილმა, მალხაზ ჯორბენაძემ, გოჩა კირკიტაძემ, ბონდო სარდანაშვილმა და მალხაზ როზომაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

ცხელი ამბები