ბულგარეთის ნაკრების თავკაცი:
Aa
Aa

ბულგარეთის ნაკრების თავკაცი: "ინგლისს რასიზმთან დაკავშირებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვს"

დღეს ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. "სამი ლომი" სტუმრად ბულგარეთს შეერკინება.

ივნისში კოსოვოსა და ჩეხეთის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში ბულგარელი ქომაგების მხრიდან რასიზმის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც შიშობენ, რომ არის შანსი ინგლისთანაც იგივე მოხდეს. სწორედ ამიტომ ტრიბუნების ნაწილი ბულგარელი გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება.

ბულგარეთის ნაკრების თავკაცი, კრასიმირ ბალაკოვი ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და თვლის, რომ რასიზმი ინგლისში უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მის სამშობლოში,

"ბულგარეთის ჩემპიონატში განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და კანის ფერის ბევრი ფეხბურთელი თამაშობს. ინგლისში რასიზმთან დაკავშირებით უფრო დიდი პრობლემები აქვთ, რაზეც ინგლისურ ფეხბურთში მომხდარი ინციდენტებიც მეტყველებს. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში ეს პრობლემა არ გვაქვს".

UEFA-ს ბრძანებით "სამ ლომთან" ჯახში 5000 ადგილი იქნება ცარიელი, ჩეხეთთან გასამართ დაპირისპირებაში კი - 3000.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები