კონორ ჰურიჰენი:
Aa
Aa

კონორ ჰურიჰენი: "თითქოს ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ"

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კარგად ნაცნობ ირლანდიას უმასპინძლა და მათი დამარცხება კვლვავ ვერ მოახერხა, თუმცა მატჩი ქართველების სრული კონტროლით წარიმართა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქეს ბურთი გაუკონტროლა და მათ 3 ქულის მოპოვების შანსი არ მისცა.

პრემიერლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ირლანდია თბილისში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა.

ბირმინჰემის „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი კონორ ჰურიჰენი განვლილ შეხვედრას აფასებს და საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

„რთული საღამო იყო. მინდორი არც ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეს არ იყო კარგი.

ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. ჯგუფში ჯერჯერობით კვლავ დაუმარცხებლები ვართ და ეს ნამდვილად პოზიტივია.

საქართველო კარგი გუნდია, ტექნიკურად ძალიან კარგები არიან, ისინი ბურთს აკონტროლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდნენ, მათ მომენტები პრაქტიკულად არ შეუქმნიათ, მათ მხოლოდ შორეული დარტყმები ჰქონდათ. ჩვენ კი გაცილებით სახიფათო მომენტები გვქონდა.

თითქოს ისინი საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ. როგორც კი ბურთს მივიღებდით მას გვართმევდნენ და ამაში თავადვე ვიყავით დამნაშავენი.

კარგი იქნებოდა, რომ ბურთი მათ ნახევარზე დაგვეჭირა და მეტი ზეწოლა განგვეხორციელებინა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები