ერიქსონი: ''ფერგი მიყვიროდა და მოკვლით მემუქრებოდა''
Aa
Aa

ერიქსონი: ''ფერგი მიყვიროდა და მოკვლით მემუქრებოდა''

შვედმა სპეციალისტმა სვენ გორან ერიქსონმა  ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილ მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობის ერთი ეპიზოდი გაიხსენა. 2006 წლის გერმანიის მუნდიალის დაწყებამდე უეინ რუნიმ მძიმე ტრავმა მიიღო, ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ''ჩელსის'' შეხვედრაში რუნიმ ტერფი მოიტეხა.

''ევერტონის'' ყოფილი ფორვარდის მუნდიალზე გამგზავრება საეჭვო იყო, თუმცა ერიქსონმა 23-კაციან განაცხადში შეიყვანა, რის შემდეგაც შოტლანდიელმა შვედს დაურეკა და მოკვლით დაემუქრა

ერიქსონი The Times ესაუბრა:''დილის 7 საათი იყო, როცა ფერგიუსონმა დამირეკა. გაბრაზებული იყო, მას არ უთქვამს:''გამარჯობა, როგორ ხარ?'' გაბრაზებული იყო. ვიფიქრე, რომ მომკლავდა. მან მითხრა:''მოგკლავ, შენი საქმე დასრულებულია''. ალექსი ტელეფონში ყვიროდა, მოითხოვდა უარი მეთქვა რუნის მუნდიალზე წაყვანაზე. საუბრის მიწურულს ვუპასუხე:''ალექს, მე ავირჩევ რუნის, კარგ დასვენებას გისურვებ, ჩაო''.

ერიქსონმა რუნი მუნდიალზე წაიყვანა. ინგლისის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალამდე გავიდა, სადაც პორტუგალიასთან პენალტების სერიაში 1:3 დამარცხდა. ინგლისელთა მიერ შესრულებული 4 პენალტიდან მხოლოდ ჰარგრივსმა გაიტანა, ხოლო ჯერარდის, ლამპარდისა და კარაგერის დარტყმები უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები