მორის ყვითელაშვილის ოქროს მედალი ალმაატის საერთაშორისო ტურნირზე!
Aa
Aa

მორის ყვითელაშვილის ოქროს მედალი ალმაატის საერთაშორისო ტურნირზე!

ქართელი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ყაზახეთის ქალაქ ალმაატაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა!

24 წლის ყვითელაშვილმა ჩელენჯერის სერიის ფარგლებში გამართულ დენის ტენის სახელობის საერთაშორისო საციგურაო კავშირის ტურნირზე ფავორიტის სტატუსი გაამართლა და პირველობა არავის დაუთმო.

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი დენის ტენი 2018 წელს ტრაგიკულად დაიღუპა და ხსენებული ტურნირი სწორედ მის საპატივცემულოდ ტარდება, რომელშიც მონაწილეობა 17 ქვეყნის 63-მა მოციგურავემ მიიღო.

ქართველი მოციგურავის გარდა ტურნირზე მონაწილეობა რუსეთის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, ყაზახეთისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 88.00 ქულა მიიღო, ხოლო თავისუფალში 156.98. რაც შეეხება ჯამურ ქულებს - 244.98.

ქართველმა უახლოეს მდევარს რუს იგნატოვს 30 ქულით გაუსწრო.

ცხელი ამბები