Aa
Aa

საუკეთესო მატჩი სეზონში! ბექა ბურჯანაძის 20 ქულა და გამარჯვება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ანდორას“ 80:67 სძლია.

შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო ბურჯანაძე, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა პარკეტზე 21:57 წუთი დაჰყო, რა დროშიც მისი მონაგარი 20 ქულა და 6 მოხსნა იყო.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (21) ბურჯანაძე თავის გუნდში მხოლოდ მეტ კოსტელოს ჩამორჩა.

4 ტურის შემდეგ, ბექა ბურჯანაძის გუნდს 2-2 მოგება და მარცხი აქვს. სატურნირო ცხრილში „გრან კანარია“ მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში, 20 ოქტომბერს „გრან კანარია“ სტუმრდ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები