ტრიუმფი ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე! - დავითაშვილის ბრწყინვალე გამოსვლა
Aa
Aa

ტრიუმფი ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე! - დავითაშვილის ბრწყინვალე გამოსვლა

მაროკოს ქალაქ მარაკეშში ვეტერან ძიუდოისტთა შორის ალექსი დავითაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე დავითაშვილმა ფრანგი, ესპანელი და სლოვაკი მეტოქეები დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი ბრაზილიელს სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, ტრიუმფატორი დავითაშვილი +100 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

დავითაშვილის მსგავსად ოქროს მედლის მფლობელი ვანო გიგილაშვილი გახდა. მან ბელგიელი, ფრანგი, ესპანელი, ჩეხი და უკრაინელი ვეტერანი ძიუდოისტები დაამარცხა. გიგილაშვილი 100 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. ამავე წონაში იასპარეზა გივი შარიაშვილმა, რომელიც ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

რაც შეეხება 81 კგ, წონით კატეგორიას, ილია ძიგურაშვილი ოქროს მედალთან ახლოს იყო, თუმცა ფინალში დამარცხდა.

ცხელი ამბები