Aa
Aa

სენსაცია ბოლომდე შედგა! იაპონიამ შოტლანდია დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა!

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი სენსაციის ავტორი მასპინძლები არიან!

იაპონიამ A ჯგუფში 4-დან ოთხივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა!

მასპინძლებმა ბოლო ტურში შოტლანდიას 28:21 სძლიეს და ირლანდიის შემდეგ 6 ერის მეორე წარმომადგენელსაც მოუგეს!

იაპონელებმა პირველი ტაიმი 21:7 მოიგეს და გამარჯვებისკენ უდუდესი ნაბიჯი გადადგეს.

მეორე ტაიმში შოტლანდიელებმა იაპონელთა 3 ლელოს მხოლოდ ორით უპასუხეს, 14:7 მოიგეს, რაც საბოლოოდ საკმარისი არ იყო.

ემოციების ზღვა მატჩის შემდეგ

მასპინძლებმა სრულიად დამსახურებულად მოიგეს და წინა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიოს მათი პროგრესი დაანახეს.

ამრიგად, იაპონია ფლეი-ოფშია და მათი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სამხრეთ აფრიკა იქნება.

ცხელი ამბები