მბაპე დეშამის მადლიერია:
Aa
Aa

მბაპე დეშამის მადლიერია: "ეს გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფული"

პსჟ-ს 20 წლის ფორვარდმა კილიან მბაპემ პრესასთან საუბრისას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის დიდიე დეშამის მადლიერია.

მბაპემ ნდობის შესახებ ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს მთელს ფულზე მეტად მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ დეშამმა მაშინ სწორედ იმიტომ გამომიძახა, რომ აღარ მათამაშებდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ეს ფეხბურთელისთვის. ეს სიგნალი... ეს მწვრთნელის მხრიდან ძალიან მაგარი სიგნალია.

ეს ნდობის ნიშანია, რომელიც გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფული.

ვიცოდი, რომ მწვრთნელი მენდობოდა და როდესაც მან ეს გააკეთა, ვგრძნობდი რომ მოედანზე მის გამო მოვკდებოდი. თუ, დეშამი მეტყოდა რომ კარში უნდა ჩავმდგარიყავი, მე ამას გავაკეთებდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები