იბრაჰიმოვიჩს გერმანიის რეგიონალლიგის გუნდმა კონტრაქტი შესთავაზა
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩს გერმანიის რეგიონალლიგის გუნდმა კონტრაქტი შესთავაზა

გერმანიის რეგიონალლიგის წარმომადგენელმა "როს-ვაის ობერჰაუზენმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავის რიგებში გადასვლა შესთავაზა. 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შეთავაზებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი შვედი ამ გუნდში გადავა, რომლის მთავარი დამფინანსებელიც ცნობილი ლუდის კომპანია "კიონიგ პილსნერია", ეს ბრენდი სახელს შეიცვლის და "იბრაჰიმოვიჩ პილსნერი" გახდება.

საფეხბურთო კლუბი "როტ-ვაის ობერჰაუზენი", რომელიც ამჟამად გერმანიის რეგიონალლიგის დასავლეთ ჯგუფში ასპარეზობს, 1904 წელსაა დაარსებული, ბუნდესლიგაში კი პირველად 1969 წელს აღზევდა. მე-2 ბუნდესლიგაში ბოლოს გუნდი 2010-2011 წლებში გამოდიოდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები