კოკაია:''რა პრეზიდენტი ხარ თუ სახელმწიფოს ბიუჯეტზე ხარ დამოკიდებული''?
Aa
Aa

კოკაია:''რა პრეზიდენტი ხარ თუ სახელმწიფოს ბიუჯეტზე ხარ დამოკიდებული''?

საფეხბურთო კლუბ ''ზესტაფონის'' პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან კლუბების დაფინანსების საკითხზე ისაუბრა. 

ილია კოკაია:''სახელმწიფო პროგრამის შექმნის მონაწილე ვიყავი, იქ იყო სამთავრობო კომისია. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, რომ სახელმწიფო ფული ხელფასებსა და ტრანსფერებში წასულიყო. ის უნდა წასულიყო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბავშვთა ფეხბურთში, რაც ხდება ისლანდიაში.

ისლანდიაში პროფესიონალ ფეხბურთელად ითვლება ის, ვინც დილიდან საღამომდე მუშაობს და შემდეგ მიდის კლუბში, ვარჯიშობს, თამაშობს და იქაც ღებულობს რაღაც გასამრჯელოს. მას აქვს ორი სამსახური. თუ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს, ასეთ შემთხვევაში მისი რეჟიმი იცვლება.

ისლანდიური კლუბები სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ იღებენ გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა. ჩვენთანაც ეს უნდა ყოფილიყო მისაღები.

''ზესტაფონში'' მუშაობისას პრობლემა მქონდა მხოლოდ ერთი, მე ვიხდიდი გადასახადებს და ჩემი გადახდილი გადასახადები კონკურენტ კლუბებს ხმარდებოდათ.  

ვერ გავიზიარებ იმ არგუმენტს, რომ თუ სახელმწიფო კლუბებს არ დავაფინანსებთ, მაშინ რა ქნან სახელმწიფო კლუბებმა? როცა კლუბის პრეზიდენტი ხარ, ხელფასიც უნდა მოიტანო და სასპონსორო თანხაც. სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაში უნდა გამოიხატებოდეს.

ჩემი კოლეგები ძალიან გასუსულები არიან, ფულის მოლარეებად იქცნენ თავიანთ კლუბებში. ჩემი არგუმენტების საპირისპიროდ მეუბნებიან: რა ვუყოთ მაშინ დაგვეშლება ჩემპიონატი...

გულშემატკივართა რაოდენობას განვსაზღვრავდი გაყიდული ბილეთების რაოდენობით. მესმის, რომ ისლანდია ეკონომიკურად გაცილებით ძლიერია, მაგრამ ბილეთის მინიმალური ფასი 10 ევროს შეადგენს. ასეა ისლანდიის მეორე ლიგაშიც. დღეს ფეხბურთი შოუა, ძალიან ძვირადღირებული შოუა და კეთილი ინებეთ გადაიხადეთ თანხა ბილეთის შეძენისთვის. ისლანდიური კლუბის გულშემატკივრებს ესმით, რომ მათი გადახდილი თანხა საყვარელი კლუბის ბიუჯეტში მიდის.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები