რამოსის შთამბეჭდავი მაჩვენებელი: ''რეალის'' მცველმა კასილასის რეკორდი დაამხო!
Aa
Aa

რამოსის შთამბეჭდავი მაჩვენებელი: ''რეალის'' მცველმა კასილასის რეკორდი დაამხო!

მადრიდის ''რეალის'' 33 წლის მცველმა სერხიო რამოსმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 168-ე მატჩი ნორვეგიასთან ჩაატარა. ამპლუით მცველმა იკერ კასილასის რეკორდი დაამხო და ესპანეთის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გახდა. რამოსზე მეტი მატჩი ესპანეთის ეროვნულ გუნდში არავის ჩაუტარებია.

ჩატარებული მატჩების რაოდენობით ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ათეული ასეთია: 1. რამოსი (168), 2. კასილასი (167), 3. ხავი (133), 4. ინიესტა (131), 5. ზუბიზარეტა (126), 6. დავიდ სილვა (125), 7. სერხიო ბუსკეტსი (115), 8. ხაბი ალონსო (114), 9. ცესკ ფაბრეგასი და ფერნანდო ტორესი (110).

ასევე საინტერესოა, რომ რამოსი 21 გოლით ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში მიჩელთან ერთად მეათე პოზიციას იკავებს.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ნორვეგია ესპანეთს საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა. საულ ნიგეზის გოლით ესპანელები დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს ჟოშუა კინგმა პენალტი ზუსტად შეასრულა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები