ინგლისელები ჩვეულ სტიქიაში - მარცხის შემდეგი არეულობა, პოლიციასთან შეტაკებები და დაკავებები
Aa
Aa

ინგლისელები ჩვეულ სტიქიაში - მარცხის შემდეგი არეულობა, პოლიციასთან შეტაკებები და დაკავებები

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის ნაკრების ისტორიული სვლა ჩეხეთში მოულოდნელი მარცხით (1:2) დასრულდა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებულ 43 შეხვედრაში ეს იყო ინგლისელთა პირველი მარცხი, რომელიც მათ მსოფლიოსა, თუ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე განიცადეს.

 

 

როგორც ჩანს, ინგლისელმა ქომაგებმა ეს წაგება გაცილებით მტკივნეულად მიიღეს და პრაღის ქუჩებსა და ბარებში დიდი არეულობა მოაწყვეს.

ჩხუბი საბოლოოდ დიდ არეულობაში გადაიზარდა და სამართალდამცავებს ჩარევა მოუხდათ.

ადგილობრივ პოლიციასთან დაპირისპირება საბოლოოდ ინგლისელთა დაკავებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები