ბრწყინვალე გამარჯვება! - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება! - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიის ნაკრები დამაჯერებლად 24:7 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი მესხი (2 გოლი) , დამირ ცრეპულია (1), რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე (3), მარკო იელაჩა(3), ხვიჩა ჯახაია (2), მიხეილ ბაღათურია(2), ზურაბ რურუა(კაპ), გიორგი მაგრაქველიძე (1), ნიკა შუშიაშვილი (7), სანდრო ადეიშვილი (3), ირაკლი რაზმაძე.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ''ვულოცავთ ჩვენს წყალბურთელთ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ გასვლას გუშინ მათ დაძაბულ ბრძოლაში გერმანიის საკმაოდ ძლიერი გუნდი დაამარცხეს 9:7 დღეს კი ჯგუფის აუტსაიდერ შვეიცარიას შანსი არ დაუტოვეს პირველივე წუთებიდანვე აგრძნობინეს ვინ იყო ამ წყვილში ფავორიტი პირველი ნახევარი 12:1 მოიგეს შემდეგ კი ოდნავ მოშვნენ და მეტოქესაც მისცეს თამაშის საშუალება საბოლოდ მატჩი ქართველებმა 17 ბურთიანი უპირატოსიბით მოიგეს, რაც დამეთანხმებით დიდ იმედს იძლევა, იმისა, რომ 2020 ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება მათგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.''

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა წყალბურთელებმა გუშინ გერმანია 9:7 დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.


 

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 202 წლის იანვარში უნგრეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები