არც მესი, არც რონალდუ - მოურინიო:
Aa
Aa

არც მესი, არც რონალდუ - მოურინიო: "ვინც კი ოდესმე მოედანზე მინახავს ის საუკეთესოა"

ჟოზე მოურინიო საინტერესო განცხადებებით, რომ გამოირჩევა ეს არახალია. ამჯერად "განსაკუთრებულმა" პრესასთან საუბრისას დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მას მოედანზე ოდესმე უნახავს.

მოურინიოს თქმით ეს არც მესი და არც რონალდუა...

"რონალდუსა და მესის ხანგრძლივი კარიერა აქვთ. ისინი უკვე 15 წელია დომინირებენ. თუმცა, თუ საუბარი გვაქვს ნიჭსა და შესაძლებლობებზე, რონალდოს (ბრაზილიელი) არავინ სჯობს.

ვინც კი ოდესმე მოედანზე მინახავს რონალდო საუკეთესოა. ტრავმებმა მისი კარიერა შეიწირა, რომელიც შესაძლოა გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო. 19 წლის რონალდოს ნიჭი რაღაც გასაოცარი იყო".

როგორც მოგეხსენებათ, სანამ ჟოზე მოურინიო 2000 წლიდან პროფესიონალურ სამწვრთნელო კარიერას დაიწყებდა, იქამდე (1996 წლიდან) "ბარსელონაში" მწვრთნელის თანაშემწედ და თარჯიმნად მუშაობდა.

ჟოზე გუნდში სერ ბობი რობსონთან და რონალდოსთან ერთად იმყოფებოდა და "ფენომენის" საოცარი სეზონის მომსწრე "წინა რიგებიდან"  გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები