საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდშია!
Aa
Aa

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდშია!

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-13 ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველო და ხორვატია 6-6 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, ხოლო უნგრეთისა და ყაზახეთის ანგარიშზე 0 ქულაა. ორი ტურის შემდეგ საქართველომ და ხორვატიამ ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

პირველ ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მასპინძელი უნგრეთი 4:2 დაამარცხა. მეორე ტურში იაკობიძის დუბლითა და დავითაშვილის გოლით საქართველომ ყაზახეთი 3:1 დაამარცხა.

ბურთების უარესი შეფარდების გამო სვანაძის გუნდი მეორე ადგილზეა.

რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, პირველ ტურში ხორვატებმა ყაზახებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო მეორე ტურში უნგრელები  2:0 დაამარცხეს.

მესამე ტურში საქართველო ხორვატიას შეხვდება, ყაზახეთი კი - უნგრეთს. მატჩები 15 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები