საქართველომ გერმანია დაამარცხა! - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა პრაქტიკულად განაღდებულია!
Aa
Aa

საქართველომ გერმანია დაამარცხა! - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა პრაქტიკულად განაღდებულია!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში საქართველომ გერმანია 9:7 დაამარცხა.

შოთა ჩომახიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 5:3 მოიგო. პირველი ორი მეოთხედის შემდეგ გერმანიის ნაკრების წყალბურთელებმა მატჩის სურათის შეცვლა განიზრახეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა არ გაანიავა. საბოლოოდ მატჩი ქართველთა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სამი გუნდია: საქართველო, გერმანია და შვეიცარია. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი იასპარეზებს.

პირველ ტურში გერმანიის ეროვნულმა გუნდმა  შვეიცარია 18:7 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს შვეიცარიას შეხვდება. ჯგუფის აუტსაიდერ შვეიცარიასთან წარმატებული თამაში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ მოხვდება.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უნგრეთი უმასპინძლებს.

ცხელი ამბები