მაკარტი:''გულდაწყვეტილი არ ვარ... ძლიერ ნაკრებთან ქულა მოვიპოვეთ''
Aa
Aa

მაკარტი:''გულდაწყვეტილი არ ვარ... ძლიერ ნაკრებთან ქულა მოვიპოვეთ''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' ირლანდიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტი ქართველ და ირლანდიელ ჟურნალისტებს ესაუბრა.

მიკ მაკარტი:''ჩვენ ქულა მოვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, ჩვენი კარის მისამართით ზუსტი დარტყმა არ შესრულებულა. გვქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული 4 ქულით კმაყოფილი ვარ.

ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ჩვენ მეტ წნეხს ვგრძნობდით, საქართველოს ნაკრები კი ამ მხრივ ნაკლები წნეხის ქვეშ ასპარეზობდა. დაცვაში დალაგებულად ვითამაშეთ საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.

წინასწარ რომ ეთქვათ, რომ საქართველოსთან 4 ქულას მოვიპოვებდით, მოხარული ვიქნებოდი. ასე რომ შედეგით კმაყოფილი ვარ.''

შეგახსენებთ, დუბლინში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ქულა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები