ნეიმარი საფეხბურთო სამყაროს დაუჯერებელ ამბავს უმზადებს!
Aa
Aa

ნეიმარი საფეხბურთო სამყაროს დაუჯერებელ ამბავს უმზადებს!

როგორც ჩანს, "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი, საკუთარ მომავალს კატალონიურ კლუბს სულაც არ უკავშირებს. მეტიც, როგორც "Cadena Cope" იუწყება, ახალგაზრდა მოთამაშის აგენტმა, საკუთარი კლიენტის შეძენა მადრიდის "რეალს" შესთავაზა.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "სამეფო გუნდისგან" ნეიმარის აგენტს პასუხი ჯერ არ მიუღია, რადგან ასეთი სახის შეთავაზება მადრიდელებში გარკვეულ ეჭვებსა და უნდობლობას აჩენს. "რეალის" ხელმძღვანელები თვლიან, რომ ასეთი ნაბიჯით ნეიმარი "ბარსელონასგან" გაუჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას ელოდება და ანაზღაურების სახით გაცილებით მეტის მიღება სურს. ამას, რამდენიმე ხნის წინ ნეიმარის მამის მიერ გაკეთებული განცხადებაც ემატება, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შვილი მადრიდის "რეალში" არასოდეს გადავიდოდა.

მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ ნეიმარის აგენტის მხრიდან სპეკულაციებს არანაირი ადგილი არ აქვს, სურვილის შემთხვევაში ფეხბურთლის შეძენა "სამეფო გუნდს" 192 მილიონი ევრო დაუჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები