ვაისი:''110 პროცენტით დავიხარჯეთ... ერთადერთი რაც დაგვაკლდა გოლია''
Aa
Aa

ვაისი:''110 პროცენტით დავიხარჯეთ... ერთადერთი რაც დაგვაკლდა გოლია''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' ირლანდიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა მატჩი შეაფასა:''მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, ვფიქრობ გულშემატკივარმა კარგი თამაში იხილა. გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ, თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ირლანდიელთაგან შეინ დაფიმ ბრწყინვალედ ითამაშა, ის მეტოქის მხრიდან გამორჩეული ფეხბურთელია. გუშინ ვთქვი, რომ 120 პროცენტით უნდა გვეთამაშა. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდმა შესაძლებლობების 110 პროცენტი გამოავლინა.''

რა დაგვაკლდა გამარჯვებების მისაღწევად და რატომ არ ითამაშა ვაკო გვილიამ?

- ვაკო გვილია ტრავმირებულია, ხოლო რაც შეეხება მეორე კითხვას, გამარჯვებისთვის გოლი დაგვაკლდა (ღიმილით აღნიშნა სლოვაკმა სპეციალისტმა). შეტევის დამამთავრებელ ფაზაში ხარისხი გვაკლია. ასევე უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი.

- გიკვირთ თუ არა რომ აარონ კონოლი უფრო ადრე არ გამოვიდა მინდორზე?

- ირლანდიის ნაკრები მჭიდროდ თამაშობს, კარგი გუნდია და მეტოქის გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად ცვლიან.

- მას შემდეგ რაც მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ირლანდიის ნაკრებს პირველად დაუპირისპირდით მას შემდეგ ირლანდიელთა თამაშში პროგრესს ამჩნევთ?

- პირველად დაახლოებით 10 წლის წინ ვეთამაშეთ ირლანდიას, როცა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი. სიმპათიური ნაკრები გყავთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ასევე, გისურვებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

- რატომ გადაიფიქრეთ საბა ლობჟანიძის თამაშში ჩართვა?

- საბა კარგი ფეხბურთელია, თუმცა მასზე არჩევანს მაშინ ვაკეთებ, როცა მეორე ნომრად ვთამაშობთ. დღეს პირველ ნომრად ვთამაშობდით. გადავწყვიტე შენგელია, ლობჯანიძე და აბურჯანია შემეყვანა მინდორზე. როცა მეორე ნომრად ვთამაშობთ, ლობჟანიძის სიწრაფე ძალიან გვეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები