''სპორტინგის'' სტადიონი შესაძლოა რონალდუს სახელობის გახდეს
Aa
Aa

''სპორტინგის'' სტადიონი შესაძლოა რონალდუს სახელობის გახდეს

საფეხბურთო კლუბ ლისაბონის ''სპორტინგის'' პრეზიდენტის, ფრედერიკო ვარანდაშის განცხადებით ლისაბონური კლუბის სტადიონი შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუს სახელობის გახდეს.

ვარანდაშის თქმით ის ძალიან ბედნიერი იქნება თუ რონალდუს კარიერის დასრულების შემდეგ სტადიონს სახელი შეეცვლება და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სახელობის გახდება. ამჟამად ''სპორტინგის'' სტადიონი ჟოზე ალვალადეს სახელს ატარებს. ლისაბონური კლუბის პრეზიდენტი იდეის განხორციელებას მას შემდეგ გეგმავს, როცა რონალდუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.

1997 წელს რონალდუმ მადეირა დატოვა და ''სპორტინგის'' შეუერთდა, რომლის პირველ გუნდში 2002 წელს დააწინაურეს. 2002-03 წლებში პორტუგალიელი ფეხბურთელის ''სპორტინგისთვის'' თამაშობდა, 2003 წლის ზაფხულში კი კარიერა ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები