ტრავმის გამო პოგბას
Aa
Aa
12 ოქტომბერი 2019  |  14:30

ტრავმის გამო პოგბას "ლივერპულთან" თამაში გამოირიცხა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ რთულ პერიოდს კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი დაემატა. პოლ პოგბა ტრავმის გამო მომჯობინებას ვერ ახერხებს და ის „ლივერპულთან“ შეხვედრას დააკლდება.

Daily Mail-ი წერს, რომ ფრანგი ნახევარმცველი ოქტომბრის ბოლომდე იუქმებს.

შესაძლოა პოგბამ სულშერის ხელმძღვანელობით ვეღარ ითამაშოს, რადგან ნორვეგიელ სპეციალისტს დიდი ალბათობით „ლივერპულთან“ საშინაო მარცხს არ აპატიებენ და მას თანამდებობიდან დაითხოვენ.

„წითელმა ეშმაკებმა“ უკანასკნელ 30 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აიღეს. გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებს და სულშერი სიტუაციის გამომსწორებელს ნამდვილად არ ჰგავს.

„წითელი ეშმაკების“ ჩაბარების მთავარ კანდიდატად იტალიელი მასიმილიანო ალეგრი სახელდება.

პლუს ამას, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი სპონსორის ძიებაშია. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ „შევროლემ“, რომლის ლოგოც „წითელი ეშმაკების“ მაისურზე გახლავთ გამოსახული, კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

როგორც ირკვევა „მანჩესტერი“ „შევროლესგან“ ყოველწლიურად 58.6 მილიონ ფუნტს იღებს. მაშინ, როცა Aon-მა (2010-14) სეზონში 19.6 მილიონი ფუნტი, AIG (2006-10) 14.1 მილიონი ფუნტი, ხოლო Vodafone-მა (2000-06) 8 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები