ვენაში ისტორია დაიწერა! კენიელმა მორბენალმა მსოფლიო რეკორდი 20 წამით გააუმჯობესა!
კენიელი ელიუდ კიპჩოგე პირველი სპორტსმენია, რომელმაც მარათონის დროს 42.2 კილომეტრი 1 საათში, 59 წუთსა და 40 წამში დაფარა!
კიპჩოგემ ვენაში ავსტრიაში გამართულ მარათონში საუკეთესო შედეგი 20 წამით გააუმჯობესა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა!
History made in Vienna! ????
— Virgin Money London Marathon (@LondonMarathon) October 12, 2019
Congratulations to @EliudKipchoge who today became the first man to run a sub two-hour marathon.
What a moment. ????#INEOS159 #LondonMarathon pic.twitter.com/clTNRmxPe3
კენიელმა სპორტსმენმა 2018 წელს ბერლინში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, სადაც 42.195 კილომეტრი 2 საათში, 1 წუთსა და 39 წამში გაირბინა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძველი რეკორდი, რომელიც ასევე კენიელ დენის კიმეტოს ჰქოდა დამყარებული, უკვე თითქმის ერთი წუთით არის გაუმჯობესებული.
აი ასე ზეიმობდნენ კენიაში კიპჩოგეს რეკორდს
Meanwhile in Eldoret, Kenya, this is how they celebrated @EliudKipchoge becoming the first man to run a sub two-hour marathon. ????????????#INEOS159 #NoHumanIsLimited
— INEOS 1:59 Challenge (@INEOS159) October 12, 2019
pic.twitter.com/eRnD22sqgu
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მას შემდეგ, რაც როჯერ ბანისტერი ისტორიაში შევიდა, ამის შემდეგ 65 წელი გავიდა და მე იგივე გავაკეთე. ბევრს ვცდილობდი და ეს გამომივიდა“, - განაცხადა კიპჩოგემ.
Eliud Kipchoge has just ran a full marathon (26.2 miles) in under 2 hours. ????
— SPORTbible (@sportbible) October 12, 2019
That's an average of 100m every 17 seconds, 422 times in a row. Incredible! ????????https://t.co/zlAis04Ytw
შეგახსენებთ, რომ ბანისტერი იყო პირველი ადამიანი რომელმაც ერთი მილის გარბენა 4 წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა.
3 წუთი და 59,4 მეასედი წამი - ამ დროში ბანისტერმა ერთი მილი გაირბინა და იმ დრომდე არსებული ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია.
ფოტოზე ასახულია კადრი თუ როგორ კვეთს ბანისტერი ფინიშის ხაზს. ის პირველი სპორტსმენი კაცი გახდა, რომელიც Sports Illustrade-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.