Aa
Aa

"ბექზი" ახალ ამპლუაში - დევიდ ბექჰემი მბაპეს აგენტობას გეგმავს

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, რომელიც ამჟამად MLS-ის გუნდის „ინტერ მაიამის“ ერთ-ერთი მფლობელია პსჟ-ს სუპერვარსკვლავის კილიან მბაპეს აგენტობას გეგმავს.

44 წლის „ბექზი“ ფიქრობს, რომ მბაპესთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მისი კომპანია ფინანსურად გვარიან სარგებელს მიიღებს.

Daily Mail-ი წერს, რომ ბექჰემი მხოლოდ მბაპეთი არ შემოიფარგლება.

წყაროს ცნობით, დევიდი მბაპეს უკვე რამდენჯერმე შეხვდა და მათ ამ თემაზე საკმაოდ ბევრი ისაუბრეს.

როგორც მოგეხსენებათ, მბაპე სეზონის ბოლოს პსჟ-ს უდიდესი ალბათობით დატოვებს და ამაზე ფეხბურთელის უარიც მეტყველებს - კილიანმა პარიზელთა წინადადება უარით გაისტუმრა და კონტრაქტი არ გაახაგრძლივა.

პსჟ 2020 წლის ზაფხულში მბაპეს კოლოსალურ ფასად გაყიდის და ცხადია, ფეხბურთლის აგენტი პრესტიჟთან ერთად სოლიდურ ბონუსსაც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები