კაჭარავას გოლი და ორიგინალური ვარცხნილობა
Aa
Aa

კაჭარავას გოლი და ორიგინალური ვარცხნილობა

სანაკრებო პაუზისას თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტის ''ანორთოსისმა'' ამხანაგურ მატჩში ''დერინეია'' 5:2 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა ნიკა კაჭარავამ მიიღო, ტანმაღალმა ფორვარდმა სასტარტოში ითამაშა და 31-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა. მისი გოლით ანგარიში 4:0 გახდა.

შეგახსენებთ, კაჭარავა კვიპროსულ კლუბში 2018 წლის ზაფხულიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. მის გარდა ქეცბაიას გუნდში ბუბა დაუშვილი, გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ, რომლებიც ამჟამად ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებიან.

მიმდინარე სეზონში ''ანორთოსისმა'' კვიპროსის ჩემპიონატის საწყის 4 ტურში 10 ქულა მოიპოვა და ''ომონიასთან'' ერთად პირველ ადგილზეა, თუმცა ''ომონიას'' 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ქეცბაიას გუნდი პოტენციური ლიდერია.

ფოტო/ვიდეო: anorthosisfc.com.cy

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები