შარიქაძე:''ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანი გვქონდა, ქომაგი ვერ გავახარეთ''
Aa
Aa

შარიქაძე:''ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანი გვქონდა, ქომაგი ვერ გავახარეთ''

2019 წლის მსოფლიო რაგბის მესამე ტურში ავსტრალიის ნაკრებმა საქართველო 27:8 დაამარცხა. ჰეიგის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

პირველ ტურში უელსმა ჰეიგის გუნდი 43:14 დაამარცხა, მეორე ტურში ბორჯღალოსნებმა ურუგვაელები 33:7 დაამარცხეს. ეს საქართველოს ნაკრების ერთადერთი გამარჯვება აღმოჩნდა, რადგან მესამე ტურში ფიჯიმ საქართველოს 45:10 სძლია.

მატჩის შემდეგ მერაბ შარიქაძე მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

მერაბ შარიქაძე:''კარგად ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავიღეთ იმისთვის, რომ ასეთი ანგარიშით არ წაგვეგო. იმედი მაქვს მომავალში თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ და ამ დონის გუნდების წინააღმდეგ შეტევაში უკეთ ვითამაშებთ. ასეთ თამაშებს ვერ მოიგებ თუ ქულებს ვერ მოიპოვებ.

თოდუას მიერ დადებული ლელოს შემდეგ ანგარიში შემცირდა. როცა მან ლელო დადო, ვფიქრობდი რომ თამაშში დაბრუნება შესაძლებელი იყო, მაგრამ ავსტრალია ძალიან ძლიერი გუნდია და მათ ყველა შანსი გამოიყენეს. ყოჩაღ მათ.

რაც შეეხება ზოგადად საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას, ჩვენი მიზანი სხვა იყო, ჩვენს გულშემატკივრებს სხვა შედეგი სურდათ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ შეცდომები დავუშვით და მეტოქეებმა ჩვენი შეცდომები გამოიყენეს და ქულები მოიპოვეს.

ახალგარზდა გუნდი გვყავს, იმედი მაქვს შემდეგ მსოფლიოს თასზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.''

ცხელი ამბები