ბრწყინვალე ლელო ავსტრალიასთან და ''ბორჯღალოსნების'' ღირსეული გამოსვლა!
Aa
Aa

ბრწყინვალე ლელო ავსტრალიასთან და ''ბორჯღალოსნების'' ღირსეული გამოსვლა!

2019 წლის მსოფლიო რაგბის მესამე ტურში ავსტრალიის ნაკრებმა საქართველო 27:8 დაამარცხა. ჰეიგის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

პირველ ტურში უელსმა ჰეიგის გუნდი 43:14 დაამარცხა, მეორე ტურში ბორჯღალოსნებმა ურუგვაელები 33:7 დაამარცხეს. ეს საქართველოს ნაკრების ერთადერთი გამარჯვება აღმოჩნდა, რადგან მესამე ტურში ფიჯიმ საქართველოს 45:10 სძლია.

ანგარიში ავსტრალიის ნაკრებმა 23-ე წუთზე გახსნა, 29 წლის ნახევარმცველმა ნიკ უაითმა ლელო დადო. გარდასახვა მატ ტუმუამ ზუსტად შეასრულა.

მალევე, 28-ე წუთზე ტოლო ვატუმ თამაშის წესი დაარღვია, ბურთი წინ გაუვარდა, შემდეგ კი მაღალი ბოჭვით საქართველოს ნაკრების შეტევა ჩაშალა. სოსო მათიაშვილმა შანსი გამოიყენა. 

 

37-ე წუთზე ტუმუამ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი ავსტრალიამ 10:3 მოიგო.

51-ე წუთზე მილტონ ჰეიგმა სამი ცვლილება განახორციელა, ახალზელანდიელმა სპეციალისტმა პირველი ხაზი შეცვალა. მოედანი მიხეილ ნარიაშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და ბექა გიგაშვილმა დატოვეს. მათ ნაცვლად თამაშში ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე. ასევე მოედანი დატოვა გელა აფრასიძემ, რომელიც ვასილ ლობჟანიძემ შეცვალა.

ავსტრალიის ნაკრებმა მეორე ლელო მე-60 წუთზე დადო, ლელო მარიკა კოროიბეტეს ანგარიშზეა. გარდასახვა მატ ტუმუამ ზუსტად შეასრულა. ანგარიში ავსტრალიელთა სასარგებლოდ 17:3 გახდა.

70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელო დადო, სანდრო თოდუამ ბრწყინვალედ ითამაშა და ანგარიში შეამცირა, თუმცა მათიაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა, არაზუსტად დაარტყა.

 

მატჩის დასკვნით ხუთ წუთში ავსტრალიამ ორი ლელო დადო, ჯერ დემპსიმ გაზარდა ანგარიში, შემდეგ კი - გენიამ. საბოლოოდ ავსტრალიამ 27:8 გაიმარჯვა.

ცხელი ამბები