Aa
Aa

ტებასი: "მინდა მესის მადლობა გადავუხადო"

ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს მიაჩნია, რომ ესპანეთის საგადასახადო სამსახური ლიონელ მესის უსამართლოდ მოექცა. რამდენიმე დღის წინ RAC 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში არგენტინელმა სუპერვარსკლავმა განაცხადა, რომ საგადასახადო სკანდალის გამო, ესპანეთის დატოვებას განიხილავდა. ტებასი ბედნიერია „ლა პულგა“ სხვაგან რომ არ გადაბარგდა და მას ამისთვის მადლობასაც უხდის.

„ამ თემასთან დაკავშირებით საერთოდ არ ვნერვიულობდით. არა იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მესი ესპანეთში დარჩებოდა. უბრალოდ წარმოდგენა არ გვქონდა ლეო წასვლაზე თუ ფიქრობდა. როცა მისი ინტერვიუ ვნახე შემეშინდა, მაგრამ შემდეგ დავწყნარდი“.

„მინდა მესის მადლობა გადავუხადო, რომ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. თუ ლეოს პრობლემები კიდევ შეექმნება და თავს ცუდად იგრძნობს, მინდა იცოდეს, რომ ჩვენ მას მხარს აუცილებლად დავუჭერთ“.

„ყველასთვის აშკარაა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. დარწმუნებული ვარ ლეო დოკუმენტებს არც კითხულობდა. მას უბრალოდ ეუბნებოდნენ ხელი სად მოეწერა. სიმართლე გითხრათ ლა ლიგის ყველა დოკუმენტს მეც არ ვკითხულობ. ასე რომ მოვიქცე მთელი დღე ოფისში უნდა გავატარო. ორი აზრი არაა, რომ ლეოს შემთხვევაში ადმინისტრაციულ პრობლემებთან გვაქვს საქმე და არა კრიმინალთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები