Aa
Aa

"ბაიერნმა" "რეალს" 38 მილიონზე უარი უთხრა...

ესპანური AS იუწყება, რომ მადრიდის "რეალს" მიუნხენის "ბაიერნის" 23 წლის მცველის დავიდ ალაბას გადაბირება სურდა და "სამეფო კლუბმა" ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა, თუმცა გერმანელებმა 38 მილიონ ევროზე უარი თქვეს და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 

მიზეზი კი ისაა, რომ იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნი" ალაბას გაყიდვას 62 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ აპირებს. 

ამის შემდეგ მადრიდელოთა გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი ალაბას მამას, ჯორჯს შეხვდა. აი რამდენად კონსტრუქციული გამოდგება ეს შეხვედრა და მოახდენს თუ არა გავლენას შესაძლო ტრანსფერზე ამას უკვე დრო გვიჩვენებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები