ზიდანის ქმედებით გაბრაზებული ბეილი წასვლაზე ფიქრობს
Aa
Aa

ზიდანის ქმედებით გაბრაზებული ბეილი წასვლაზე ფიქრობს

ესპანური ფეხბურთის ცნობილი მიმომხილველი გილემ ბალაგი გარეტ ბეილთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. ბალაგის ცნობით ბეილსა და ზიდანს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა და სეზონის მეორე ნახევარში უელსელი სხვა კლუბში თამაშს ეცდება.

გასულ ზაფხულში ბეილი კარიერის ჩინეთში გაგრძელებას ცდილობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა და ფეხბურთელი ''სამეფო კლუბში'' დარჩა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბეილმა 7 მატჩში 2 გოლი შეაგდო, თუმცა გასულ კვირაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ''ბრიუგესთან'' სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. ბალაგის თქმით ამ ფაქტმა ბეილი ძალიან გააბრაზა.

ბალაგი: ''ბეილი შეწუხებული და გაბრაზებულია. მას არ ესმის რატომ ვერ მოხვდა ''ბრიუგესთან'' სამატჩო განაცხადში. ზიდანის ''რეალში'' დაბრუნების შემდეგ ფრანგის გეგმებში უელსელთან მუშაობა არ შედიოდა, თუმცა ზაფხულში ჩინურ კლუბში ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა როცა მოთამაშემ კარგი მატჩები ჩაატარა, ზიდანმა განაცხადში არ შეიყვანა. უელსელი დაბნეული და გაბრაზებულია.''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ ტურში ''რეალმა'' მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. პირველ ტურში პსჟ-სთან გასვლით მატჩში მარცხის შემდეგ ''სამეფო კლუბმა'' საკუთარ კედლებში ''ბრიუგესთან'' ფრედ 2:2 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ბელგიური კლუბი 2:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ესპანურმა გრანდმა ქულის მოპოვება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები