Aa Aa
8 ოქტომბერი 2019  |  21:24

''წასვლის დრო მოვიდა'' - შვაინშტაიგერი კარიერას ასრულებს

2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის გამარჯვებულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა 35 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

''წასვლის დრო მოვიდა'' - დაწერა გერმანელმა Twitter-ზე. მან მიუნხენის ''ბაიერნს,'' ''მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ''ჩიკაგოს'' მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა გერმანული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, მეუღლე ანა ივანოვიჩსა და ოჯახს.

2004-16 წლებში შვაინშტაიგერმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 121 მატჩი ჩაატარა.

მიუნხენის ''ბაიერნის'' მაისურით 500 მატჩი გამართა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. 2015 წელს ბავარიული კლუბიდან ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადავიდა, თუმცა მისი პრემიერლიგური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა, ორ სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ''წითელი ეშმაკების'' სასტარტოში მხოლოდ 13 მატჩში მოხვდა.

''გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ბასტიან შვაინშტაიგერი ერთ-ერთი საუკეთესოა'' - ასე დაახასიათა იოახიმ ლიოვმა ვეტერანი ფეხბურთელი.

2017 წლიდან გამოცდილი ნახევარმცველი ''ჩიკაგოში'' თამაშობს, 2019 წლის MLS-ის რეგულარული სეზონი ''ჩიკაგოსთვის'' 6 ოქტომბერს დასრულდა, როცა სტუმრად ''ორლანდო სიტი'' დაამარცხა (2:5). ორი დღის შემდეგ შვაინშტაიგერმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები