Aa
Aa

დადებითი შეფასება FIBA-დან და დუდუ დადიანის მემორიალი

მიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს თბილისის რიყის პარკში 3x3 კალათბურთში ევროპის 18-წლამდელთა თასი გაიმართა, რომელშიც 16 ქვეყნის 24 ნაკრები მონაწილეობდა.

ღონისძიებას ესწრებოდა ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (FIBA) დელეგაცია

აღსანიშნავია, რომ  საორგანიზაციო კუთხით, საქართველომ ფიბა-სგან კიდევ ერთხელ მიიღო უმაღლესი შეფასება. ტურნირის ჩატარების ადგილმა და სანახაობრივმა ნაწილმა უცხოური დელეგაციის დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიების ღირსეულად მასპინძლობა შეუძლია.

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 

გიორგი ზაბახიძე - სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი

  

ევროპის თასის შესახებ მომზადდა ვიდეო-რგოლი, რომელმაც ფიბას მიერ დიდი მოწონება დაიმსახურა და რომელმაც აღნიშნული ღონისძიება ოფიციალურად შეიყვანა მსოფლიოს 5 საუკეთესოდ ორგანიზებულ საკალათბურთო ტურნირს შორის.

 

 საკალათბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა დუდუ დადიანის მემორიალით. მემორიალში სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში გასასვლელად ნახევარფინალურ მატჩებში  თსუ-კაკტუსი და ბათუმი-დინამო იბრძოლებენ. ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები