პიანიჩმა მისი ოცნების კლუბი გაამხილა!
Aa
Aa

პიანიჩმა მისი ოცნების კლუბი გაამხილა!

როგორც ესპანური გამოცემა "El Mundo Deportivo" იუწყება, იტალიური "რომას" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სერბი ნახევარმცველის მიმართ გულგრილნი არც კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბში არიან,  არ არის გამორიცხული, რომ "ბარსელონამ" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროს "რომას", ფეხბურთელის შეძენის თაობაზე წინადადებით მიმართოს. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, კატალონიელებისთვის პიანიჩის შეძენა ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება, რადგან სერბი ფეხბურთელის დამატება ისეთ გუნდებსაც სურთ, როგორებიც ტურინის "იუვენტუსი" და "პარი სენ ჟერმენია".

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში პიანიჩმა "რომას" მაისურით 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10 გოლისა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები