მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "გუარდიოლა არ მანაღვლებს"!

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ესპანეთის "პრიმერადივიზიონში" ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გუარდიოლას შორის საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება იყო, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ამჯერად კი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნულმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში იგი კონკრეტულად ხესეპ გუარდიოლასთან დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილებას არ აპირებს.

"ზედიზედ 2 წლის განმავლობაში მე და პეპი ვმუშაობდით ისეთ ჩემპიონატში, სადაც პირველ ადგილზე გასვლა მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენგანს შეეძლო. ამჯერად კი სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია. იმ შემთხვევაში, თუ მე ყურადღებას მხოლოდ გუარდიოლასთან დაპირისპირებაზე გავამახვილებ, ჩემპიონი შესაძლოა საერთოდ სხვა გუნდი გახდეს. ასე, რომ "მანჩესტერ სიტისთან" კონკურენციაზე იმდენივეს ვიფიქრებ, რამდენადაც სხვა დანარჩენ ფავორიტებზე" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები