Aa
Aa

ბლატი "ოლიმპიაკოსიდან" წავიდა

„კლივლენდ კავალიერსის“ ექს-თავკაცმა, დევიდ ბლატმა „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ბერძნულმა გრანდმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბლატი აღნიშნავს: „კლუბის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლობის გაწყვეტა ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა“.

60 წლის სპეციალისტი „ოლიმპიაკოსს“ 2018 წელს ჩაუდგა სათავეში, თუმცა სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია. როგორც მოგეხსენებათ იგი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის. ცოტა ხნის წინ ბლატმა განაცხადა, რომ მას მრავლობით სკლეროზი დაუდგინდა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას უტევს.

ბერძნული პრესის ინფორმაციით დევიდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, თუმცა საყვარელი საქმიანობისთვის თავის დანებებას არ გეგმავს. აქვე დავძენთ, რომ „ოლიმპიაკოსის“ მიხედვით თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები