ბრძოლა წვიმაში, საოცარი გარემო და მჭედლიძის სადებიუტო გოლი
Aa
Aa

ბრძოლა წვიმაში, საოცარი გარემო და მჭედლიძის სადებიუტო გოლი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ბათუმის ''დინამომ'' საკუთარ მოედანზე თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლა. შესანიშნავ საფეხბურთო ატმოსფეროში პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, 56-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:0 გახდა.

 

79-ე წუთზე თამაშში ლევან მჭედლიძე ჩაერთო, რომელმაც 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ''პალერმოსა'' და ''ემპოლის'' ყოფილმა თავდამსხმელმა თბილისურ კლუბში სადებიუტო გოლი ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში გაიტანა.

 

საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 30 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა. ბათუმის ''დინამო'' და თბილისის ''დინამო'' 62-62 ქულით გათამაშებას ლიდერობენ.

მესამე ადგილს გიორგი ჭიაბრიშვილის ''საბურთალო'' იკავებს, მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად ''რუსთავს'' სამი უპასუხო გოლი გაუტანა. როლოვიჩის, კოხრეიძისა და გაბედავას გოლებით ''საბურთალომ'' 3 ქულა მოიპოვა.

ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი და როლოვიჩის გოლი

კოხრეიძის გოლი

გაბედავას შესანიშნავი შესრულება

30-ე ტურში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. ''დილამ'' სტუმრად ბოლნისის ''სიონს'' 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ნემსაძის გუნდიდან გოლები ფორტესმა (2) და კუციამ (2) გაიტანეს.

საჩხერის ''ჩიხურამ'' შინ ''ვიტ ჯორჯია'' 2:1 დაამარცხა. სამივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა. კორიფაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მუსელიანის ანგარიშზეა.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა თბილისის ''ლოკომოტივმა'' შინ ქუთაისის ''ტორპედო'' დავით კირკიტაძის დუბლით 2:0 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ ''ლოკომოტივი'' და ''ტორპედო'' 40-40 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები