Gazzetta dello Sport:
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: "ლაციო" "ბარსას" ფეხბურთელს შეუთანხმდა...

იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ბრაზილიელი განაპირა მცველის, ადრიანო კორეიას "ლაციოში" გადასვლას ხელს აღარაფერი შეუშლის. 

"ლაციალემ" 31 წლის ფეხბურთელთან, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა აპენინურ პრესაში კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ადრიანო "ბარსაში" 2010 წელს "სევილიადან" გადავიდა, მისი პროფესიონალური კარიერა კი ბრაზილიურ "კურიტიბაში" 2002 წელს დაიწყო. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები