შეხვედრის MVP! შერმადინმა
Aa
Aa

შეხვედრის MVP! შერმადინმა "რეალს" 20 ქულა ჩაუგდო!

„ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ „რეალის“ გამარჯვებით 76:71 დასრულდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თუმცა პარკეტზე გამოჩენის შემდეგ მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. მის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 ბლოკი იყო. შედეგად ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 იყო.

მატჩში გარდამტეხი სამქულიანები სერხიო ლულმა ჩააგდო, რომელიც მადრიდელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახლდათ. მის ანგარიშზე 19 ქულა იყო.

„რეალი“ ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. „ტენერიფე“ კი 1 მოგებითა და 2 მარცხით ცხრილში მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში შერმადინის გუნდი საკუთარ კედლებში „ობრადოიროს“ დაუპირისპირდება, სადაც ფავორიტის სტატუსით ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები