პერესი: პოგბა? უკეთესებიც გვყავს
Aa
Aa

პერესი: პოგბა? უკეთესებიც გვყავს

"იუვენტუსის" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პოლ პოგბას დამატება მადრიდის "რეალის" გეგმებში არ შედის. ამის შესახებ თავად "სამეფო გუნდის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა. მისი აზრით, "რეალის" ნახევარდაცვა ძალიან მაღალი დონის შემსრულებლებით არის დაკომპლექტებული და გაძლიერებას არ საჭიროებს.

"პოგბა? მას წინ უდიდესი მომავალი აქვს. იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მომენტში "რეალს" მისი სამსახური არ სჭირდება. ჩვენ 6 უმაღლესი დონის ნახევარმცველი გვყავს და ვფიქრობ, რომ რამდენიმე პოგბაზე უკეთესიც კი არის." - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები