ვენგერი: ყველა თამაშის დიდი ანგარიშით მოგება შეუძლებელია
Aa
Aa

ვენგერი: ყველა თამაშის დიდი ანგარიშით მოგება შეუძლებელია

შაბათს „პრემიერ ლიგის“ 32-ე ტურის შეხვედრაში „არსენალმა“ აუტსაიდერ „ბარნლის“ მინიმალური ანგარიშით 1-0 სძლია. მატჩის შემდეგ კი ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ყველა შეხვედრის დიდი ანგარიშით მოგება შეუძლებელია და ზოგჯერ 3 ქულის ასაღებად ერთი ბურთის გატანაც კი საკმარისია.

 

 

„არ ვიცი ასახავს თუ არა ეს ანგარიში იმ რეალობას, რაც მოედანზე ხდებოდა, თუმცა ხანდახან გამარჯვების მოსაპოვებლად ესეც საკმარისია. ყველა შეხვედრას 4-1, ან 5-1-ით ვერ მოიგებ. სეზონი ძალიან გრძელია და ხანდახან 3 ქულის ასაღებად უბრალოდ საჭიროა, რომ მეტოქეს ერთი გაუტანო და საკუთარ კარში არცერთი ბურთი არ მიიღო. ჩვენ გაცილებით უკეთ თამაშიც შეგვიძლია, თუმცა მე ამ შეხვედრითაც კმაყოფილი ვარ“ - განაცხადა არსენ ვენგერმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები